Sunday, August 14, 2011

მომხედე! ახლა ერთგულება ისე მჭირდება, გავნიავდები, გავქარდები ზეცაში ვიდრე, მომხედე ახლა, შეგრძნებების ცეცხლი ღვივდება, და შენსკენ ისევ გაგუდული ძახილით მიწვევს. გადავცდით მზისგან აყვავებულ თოვლიან ხეებს, დროსაც ვაჩუქეთ ფრაზები და სივრცეს ვერწყმებით, ჩვენ ჰაერი გვაქვს საერთო და მთლიანობისთვის, როგორც არასდროს, ახლა ისე გვჭირდება ფრთები. ისუნთქე ჩემით, საფეთქელზე დამაწვი ბაგე, რომ მერე ჩვენი შემოდგომის ფოთლებს ვეურჩო, რომ ვიკამათოთ, დამაჯერე, როგორ გაკლივარ, ვიეგოისტებ და ათასჯერ გეტყვი - მე უფრო. მომხედე ახლა, საზღვრებიდან როცა გავდივარ, არდაბრუნების აპათია არ დამეუფლოს... 

No comments:

Post a Comment