მომხედე! ახლა ერთგულება ისე მჭირდება, გავნიავდები, გავქარდები ზეცაში ვიდრე, მომხედე ახლა, შეგრძნებების ცეცხლი ღვივდება, და შენსკენ ისევ გაგუდული ძახილით მიწვევს. გადავცდით მზისგან აყვავებულ თოვლიან ხეებს, დროსაც ვაჩუქეთ ფრაზები და სივრცეს ვერწყმებით, ჩვენ ჰაერი გვაქვს საერთო და მთლიანობისთვის, როგორც არასდროს, ახლა ისე გვჭირდება ფრთები. ისუნთქე ჩემით, საფეთქელზე დამაწვი ბაგე, რომ მერე ჩვენი შემოდგომის ფოთლებს ვეურჩო, რომ ვიკამათოთ, დამაჯერე, როგორ გაკლივარ, ვიეგოისტებ და ათასჯერ გეტყვი - მე უფრო. მომხედე ახლა, საზღვრებიდან როცა გავდივარ, არდაბრუნების აპათია არ დამეუფლოს...
Sunday, August 14, 2011
ღმერთო, ყველაფერი უხმოდ როგორ ხდება, როგორ გშორდები და გხვდები, როგორ მიატოვა სულმა სამყოფელი, როგორ ვცოცხლდები და ვკვდები... როგორ წაიშალა ზღვარი და საზღვარი, მე და შენ ნეტავ სად ვსახლობთ, ვისწრაფვით ყოველთვის, როდესაც შორსა ვართ, გავრბივართ, როცა ვართ ახლოს... აღარ მაქვს სხეული, ო, თქვენ ვერ გაიგებთ, ამ სულის სევდას და ნაღველს, სიცოცხლის, სიკვდილის, ცხოვრების კანონებს ერთი ხელის მოსმით ვარღვევ. ღმერთო, ყველაფერი ისე როგორ ხდება, რომ აღარ მჭირდება სიტყვა, მე მესმის თვალების, ხელების, ღიმილის, იმის, რაც არასდროს გითქვამს.
01.01
დღეს შენი დღეა.... და ამიტომაც მე ვერ დავრჩები შენთან უბარი... თუმცა ვერ შედგა ჩვენი თანხმობა _ ვერც _ დიალოგი, ვერც _ საუბარი...
ჩემი სიჩუმის წამიც დამდგარა, არაფერს შევცვლი... იყოს, რაც არის... მე საშიში ვარ ახლა, რადგანაც გადამდები ვარ, როგორც ხანძარი.
ვერ მოგიბეზრე... შენი დუმილით ისევ მოვქარგე ჩემი ცხოვრება, ვერ ამოგაშრე და ყველა სიტყვა ლექსებში ისევ მევიწროვება.
შენ ამ სიტყვებსაც, როგორც ყოველთვის, არ დაიჯერებ, მტანჯავ ეჭვებით... მე კი არ ვიცი, რატომ და რისთვის, მაგრამ ვერასდროს გადაგეჩვევი...
დღეს შენი დღეა და ფურცელს ვავსებ, ანდა, უბრალოდ, შენთვის ვარაკობ... დღეს შენი დღეა და მინდა ასე გათენებამდე გელაპარაკო
gamomagvidze
გამომაღვიძე, თუკი ჩამთვლიმა, ამ ფიქრის გორებს როცა გადავალთ, გთხოვ, შემახსენე, სადაც ჩავდივართ, და ბარემ ისიც_ვინ ვარ, სადა ვარ...
გამომაღვიძე... და ვიდრე მძინავს, ვიდრე სული და ხორცი მშვიდდება... არსად წახვიდე, თორემ უშენოდ დედამიწაზე შემეშინდება...
Monday, June 27, 2011
პროექტი
1. პროექტის სახელწოდება: საკუთარი ხელებით
2. პროექტის მთავარი იდეა: განახორციელებენ ყველა პროცედურას, საწარმოს დაარსებიდან მის ლიკვიდაციამდე.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს საშუალება მისცეს პრაქტიკაში გამოიყენონ ეკონომიკაში მიღებული თეორიული ცოდნა.
4. პროექტის მიზანი: მოსწავლეები რეალურად განახორციელებენ საწარმოს დაარსების და მართვის ყველა ეტაპს: ადგენენ სამოქმედო გეგმას, მოიზიდავენ კაპიტალს , იძენენ რესურსებს, გეგმავენ წარმოების პროცესს, ახორციელებენ წარმოებას, რეკლამირებას უწევენ პროდუქციას, ახდენენ პროდუქციის რეალიზაციას, ახორციელებენ ხარჯთაღრიცხვას. ანგარიშობენ მოგებას ან ზარალს და ბოლოს ახდენენ საწარმოს ლიკვიდაციას.
5. მონაწილეთა ასაკი : მე–11 კლასის მოსწავლეები.(16–17 წელი.)
6. ვადები/ მხანგრძლივობა: 4 თვე (მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი)
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან ბლოგს, სადაც განათავსებენ წარმოების პროცესის დღიურს (მასში დეტალურად იქნება აღწერილი ყველა საქმიანობა და დოკუმენტაცია, რომლის განხორციელება ან შექმნა დასჭირდებათ წარმოების დაარსებიდან მის ლიკვიდაციამდე. შექმნიან პროდუქტს სამკაულებს, რომელთა რეალიზაციასაც მოახდენენ).
8. საჭირო ძირითადი რესურსები: ბისერები, ნემსები ძაფები. შესაფუთი მასალა. კომპიუტერი, ფოტოაპარატი.
9. პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები სარეკლამო აბრებს გააკრავენ სოფლის სხვადასხვა კუთხეში. გაუგზავნიან მეზობელი სკოლის მოსწავლეებს შეტყობინებას მათი ვიზიტის შესახებ და ესტუმრებიან დათქმულ დღეს პროდუქციის სარეალიზაციოთ. გაემგზავრებიან მეზობელ ქალაქებში პროდუქციის შესაძენად.
10. საგნებთან კავშირი: ეკონომიკა, მათემატიკა, ხელოვნება, შრომა.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): აზა მემანიშვილი
12. ხელმძღვანელისელ.ფოსტა: azamermanishvli@gmail.com
Subscribe to:
Comments (Atom)
